logo_geo
შალვა პაპუაშვილი: ყოფილი სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციები, პარტიული აქტივისტები თუ ე.წ. ცნობადი სახეები პირდაპირ ჩართული არიან ადამიანის მიმართ ზიზღის გაღვივების კამპანიაში
- +

16 მარტი. 2023. 14:20

 

 

 

„ყოფილი სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციები, პარტიული აქტივისტები თუ ე.წ. ცნობადი სახეები პირდაპირ ჩართული არიან ადამიანის მიმართ ზიზღის გაღვივების კამპანიაში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, მისთვის, საკვირველია, „როგორ იტანს მედია ამდენი ზიზღის გაშვებას ეთერში“.

 

„ადამიანები პირდაპირ 100 წლის წინანდელი, ბოლშევიკური მეთოდებით არიან დაკავებული, როდესაც ასე კარდაკარ, აკითხავდნენ ადამიანებს, რათა საკუთარი ზიზღი გამოეხატათ, ამით არინა დაკავებული, რადგან დღეს სოციალური მედია არსებობს - ვიღაცის „ინბოქსში“ შევარდნითა და მის მიმართ ზიზღის გამოხატვით.

 

ზიზღის კულტივირება ხდება არა მხოლოდ პოლიტიკოსების მიმართ, არამედ მათი ოჯახის წევრების, მცირეწლოვანი შვილების მიმართ. ეს ხდება დღეს 21-ე საუკუნეში, ქართულ საზოგადოებაში. ეს სპექტრი, რომელიც ამ ზიზღს აღვივებს ყოფილი სახალხო დამცველის ხელმძღვანელობით, რომელმაც ზიზღის გამაღვივებელი, ფაშისტური მოწოდებები გააკეთა, მისი თამადობითა და დომინანტი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით, რომლებიც ყოველ მეორე დღეს სემინარს ატარებენ ადამიანის უფლებებზე, შემწყნარებლობაზე. ტოლერანტობაზე, სხვა თემა ხომ მაგათ არ აქვთ, თავად არიან ზიზღის გამღვივებლები, ადამიანის გარიყვისაკენ მომწოდებლები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი