logo_geo
შალვა პაპუაშვილი: იმსჯელეს ანალიტიკოსებმა და თქვეს, რომ საქართველო თავისი სასამართლოთი, მთავრობით და სხვა სისტემებით, უსწრებს ევროკავშირის წევრ 11 ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას. ამით ყველაფერი ნათქვამია
- +

16 მარტი. 2023. 14:50

 

 

შალვა პაპუაშვილი The Heritage Foundation-ისა და ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის საერთაშორისო რეიტინგებს გამოეხმაურა, რომელთა მიხედვითაც, საქართველო ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს უსწრებს. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

 

„ხაზგასასმელია, რომ მართლმსაჯულების ეფექტიანობის მხრივ, საშუალო მსოფლიო მონაცემებზე უფრო მაღალი შედეგი გვაქვს და ასევე მთავრობის კეთილსინდისიერების ინდიკატორში გვაქვს მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე მაღალი მაჩვენებელი. ეს აჩვენებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არის საკმაოდ ძლიერი, გამჭვირვალე და ეფექტიანი, იმისთვის რომ მართოს ეკონომიკური პროცესები და იმისთვის რომ ეკონომიკურ აქტორებს მათთვის ხელსაყრელი გარემო შესთავაზოს. ამ გარემოში შედის როგორც კანონების სამართლებრივი ჩარჩო, ისე სასამართლო სისტემა, დაბეგვრის სისტემა, ანტიკორუფციული საკითხები და ა.შ. ამ ყველაფერზე იმსჯელეს ანალიტიკოსებმა და თქვეს, რომ საქართველო თავისი სასამართლოთი, მთავრობით და სხვა სისტემებით, უსწრებს ევროკავშირის წევრ 11 ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას. ასე რომ, ამით ყველაფერი ნათქვამია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

The Heritage Foundation-ის კვლევის მიხედვით, „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 40 ქვეყანას შორის დასახელდა. ეკონომიკური თავისუფლების 2023 წლის ინდექსში კი საქართველო 35-ე ადგილზეა, რითაც უსწრებს ევროკავშირის 11 წევრ ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას

 

 

 

 

big_banner
არქივი