logo_geo
გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი საქართველოშია
- +

16 მარტი. 2023. 21:04

გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი საქართველოშია. ჯეიმს კლევერლის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დახვდა.

ბრიტანელი მაღალჩინოსანი მთავრობის მეთაურსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს შეხვდება. ჯეიმს კლევერლი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

2016 წლის შემდეგ ეს გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივნის პირველი ვიზიტია საქართველოში.

big_banner
არქივი