logo_geo
კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელწერა არ შეუცვლია, უბრალოდ დღეს ნაკლები რესურსი აქვს და სიტყვით კლავს ჩვენს მომავალს
- +

17 მარტი. 2023. 00:20

 

ნაციონალურ მოძრაობას“ ხელწერა არ შეუცვლია, უბრალოდ დღეს ნაკლები რესურსი აქვს, ხელისუფლებაში არ არიან და სიტყვით კლავენ ჩვენს მომავალს თავიანთი მუქარებით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო კლავდნენ, აუბედურებდნენ, განსხვავებული აზრის მიმართ რა დამოკიდებულებაც ჰქონდათ ყველას გვახსოვს. თუ გქონდა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება მაშინაც რუსეთუმე იყავი, რუსეთის კაცი იყავი. დღესაც ხელწერა არ შეუცვლიათ. ეს არის მათი დამოკიდებულება განსხვავებული აზრის მიმართ და ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი. მერე გამოდიან და რევოლუციებით იმუქრებიან, რა რევოლუცია უნდა მოაწყონ ამათმა, ხაბეიშვილმა ან მერაბიშვილმა - 2003 წელში არიან ჩარჩენილები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

big_banner
არქივი