logo_geo
გურამ მაჭარაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: თავად ის ფაქტი, რომ შენ ისტორიულ მოვლენას უკავშირებ შენი სუბიექტური პოლიტიკური განზრახვების განხორციელებას, უკვე ნიშნავს იმას, რომ რესურსი ამოწურული გაქვს
- +

18 მარტი. 2023. 16:59

 

 

 

თავად ის ფაქტი, რომ შენ ასეთ ისტორიულ მოვლენას უკავშირებ შენი სუბიექტური პოლიტიკური განზრახვების განხორციელებას, უკვე ნიშნავს იმას, რომ რესურსი ამოწურული გაქვს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა „ნაცმოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

 

მან კომენტარი 9 აპრილს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე გააკეთა.

 

„ე.წ. პოლიტიკური ძალა, „ნაცმოძრაობის“ სახით, ორიენტირებულია მხოლოდ იმაზე, რომ სადმე რაიმე ტიპის დესტრუქცია მოხდეს. ამასაც ვერ მოახერხებენ, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ შენ ასეთ ისტორიულ მოვლენას უკავშირებ შენი სუბიექტური პოლიტიკური განზრახვების განხორციელებას, უკვე ნიშნავს იმას, რომ რესურსი ამოწურული გაქვს, ხალხში აღარ გაქვს ნდობა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

საქართველოს ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად ვადა წლის ბოლომდე აქვს, თუმცა ლევან ხაბეიშვილი „ქართულ ოცნებას“ 12-ვე რეკომენდაციის შესასრულებლად ვადას 9 აპრილამდე აძლევს. ამ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.

 

 

big_banner
არქივი