logo_geo
დავით მათიკაშვილი: სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული მთელი კამპანია აგორებულია ტყუილსა და მანიპულაციაზე, სწორედ ამიტომ არ საჩივრდება ეს გადაწყვეტილება
- +

18 მარტი. 2023. 17:15

 

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული მთელი კამპანია აგორებულია ტყუილსა და მანიპულაციაზე, სწორედ ამიტომ არ საჩივრდება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

 

„თუკი ოჯახი ან ვინმე თვლის, რომ ადგილი აქვს ისეთ ქმედებებს, რომელიც საჭიროებს ამ სასამართლო გადაწყვეტილების ევროპულ სასამართლოში გასაჩივრებას, აუცილებლად აიღებდა ამ გადაწყვეტილებას და გაასაჩივრებდა სტრასბურგში. როდესაც მათ არ გააჩნიათ სიმართლე და მთელი ეს კამპანია აგორებულია ტყუილსა და მანიპულაციაზე, სწორედ ეს არის მიზეზი, რომ არ საჩივრდება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება“, - აცხადებს მათიკაშვილი.

 

სააკაშვილის ადვოკატები სასჯელის გადავადების საქმის სტრასბურგში გასაჩივრებას აღარ ჩქარობენ. ეს იმ ფონზე, როდესაც ყოველდღიურად ამტკიცებენ, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება. ამ თემაზე საუბარი სააკაშვილის დედას არ სურს და ჟურნალისტებს ადვოკატებთან ამისამართებს. სააკაშვილის უფლებადამცველები კი ამ ეტაპზე დუმილს ამჯობინებენ. ეს მოცემულობა პოლიტიკოსებს კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით ოჯახი და სააკაშვილის პარტია შეგნებულად სპეკულირებენ.

 

 

big_banner
არქივი