logo_geo
მიხეილ სარჯველაძე „ფრანკლინის კლუბზე“: განათლებას აუცილებლად მიუკერძოებელი ხასიათი უნდა ჰქონდეს. ის არ შეიძლება, იყოს პოლიტიზებული და ჩაყენებული რომელიმე პოლიტიკური გუნდის მერკანტილური ინტერესის სამსახურში
- +

19 მარტი. 2023. 21:40

 

 

„განათლებას აუცილებლად მიუკერძოებელი ხასიათი უნდა ჰქონდეს. ის არ შეიძლება, იყოს პოლიტიზებული და ჩაყენებული რომელიმე პოლიტიკური გუნდის მერკანტილური ინტერესის სამსახურში", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „იმედის კვირას“ „ფრანკლინის კლუბზე“ საუბრისას განუცხადა.

 

„მთავარი პრობლემა ეს არის, როდესაც საგანმანათლებლო პროგრამის სახელით შენიღბულია რეალურად პოლიტიკური გეგმები და ზრახვები. რასაკვირველია, ეს კეთილსინდისიერი დამოკიდებულება არ არის. ბუნებრივია, ეს არის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც თავად საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მკვეთრად გამოხატული პოზიცია, რადგან განათლებას აუცილებლად მიუკერძოებელი ხასიათი უნდა ჰქონდეს. ის არ შეიძლება იყოს პოლიტიზებული და რომელიმე პოლიტიკური გუნდის მერკანტილური ინტერესის სამსახურში ჩაყენებული“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

big_banner
არქივი