ახალი ენერგია, ახალი ძალაა საჭირო. ძალიან საინტერესო ხედვები აქვს გიორგი ამილახვარს, - ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განათლების მინისტრის პოზიციაზე გიორგი ამილახვარის დანიშვნა.
„მე ვფიქრობ, რომ დარგის ისეთი სპეციალისტი, როგორიც გიორგი ამილახვარია, ძალიან ცოტაა ამ ქვეყანაში“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელი გიორგი ამილახვარმა შეცვალა.