logo_geo
შალვა პაპუაშვილი: მოვისმინეთ სააკაშვილის ადვოკატების მუქარა, რომ გაასაჩივრებენ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში, და ვხედავთ, რომ დღემდე ეს არ გაუკეთებიათ. მიზეზი მარტივია - ამ გადაწყვეტილებას წუნი არ აქვს
- +

20 მარტი. 2023. 20:52

"ჩვენ მოვისმინეთ სააკაშვილის ადვოკატების მუქარა, რომ ისინი მყისიერად გაასაჩივრებენ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში, და ვხედავთ, რომ დღემდე ეს არ გაუკეთებიათ. მიზეზი მარტივია - ამ გადაწყვეტილებას წუნი არ აქვს," - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გვაქვს ორი ხელშესახები ფაქტი. პირველი არის სასამართლოს პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებმაც იმსჯელეს, მოუსმინეს ექსპერტებს და დაადგინეს, რომ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების არანაირი წინაპირობა არ არსებობდა. ჩვენ მოვისმინეთ სააკაშვილის ადვოკატების მუქარა, რომ ისინი გაასაჩივრებენ ამას მყისიერად სტრასბურგში, და ვხედავთ, რომ დღემდე ეს არ გაუკეთებიათ. მიზეზი მარტივია - ამ გადაწყვეტილებას წუნი არ აქვს“, - აცხადებს პაპუაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სააკაშვილის საქმის სტრასბურგში გასაჩივრების გადაწყვეტილება ჯერჯერობით განხილვის პროცესშია.

big_banner
არქივი