logo_geo
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატსა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
- +

20 მარტი. 2023. 21:59

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატსა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ.

მემორანდუმის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა უფასო სამართლებრივი კონსულტაციის უზრუნველყოფა, მათ შორის, რუხის საკონსულტაციო ცენტრის ეფექტიანობის გაზრდის კუთხით, ასევე, სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და განათლების უფლების რეალიზაციის მიმართულებით ახალგაზრდებისა და სტუდენტების მხარდაჭერა.

იურიდიული დახმარებისა და უფასო სამართლებრივი კონსულტაციის მიღების შესაძლებლობა მნიშვნელოვანია, როგორც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, ასევე აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების ეფექტიანი დაცვისთვის.

big_banner
არქივი