logo_geo
რატი იონათამიშვილი: ყველაზე სასარგებლო, ზუსტი რჩევები და რეკომენდაციები შეიძლება თავად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებმა გვითხრან
- +

21 მარტი. 2023. 13:45

 

 

„ყველაზე სასარგებლო, ზუსტი რჩევები და რეკომენდაციები შეიძლება თავად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებმა გვითხრან“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.  

 

როდესაც ამ დღეს აღვნიშნავთ, ან ფერადი წინდებით ვპოზირებთ ხოლმე ეკრანებთან, ან ვესაუბრებით მესამე პირებს, მაშინ, როდესაც ყველაზე სასარგებლო, ზუსტი რჩევები და რეკომენდაციები თავად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებმა შეიძლება გვითხრან.

 

ამიტომ ყველას მოგიწოდებთ მეტი კომუნიკაცია გვქონდეს მათთან და გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება პირდაპირ ან ირიბად შეიძლება ეხებოდეს დაუნის სინდრომის ადამიანებს, მივიღოთ მათთან ერთად და მათი ჩართულობით. მათ შორის ისეთი საკითხები, როგორიცაა  მისაწვდომობა და კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ფიზიკური გარემოს მისაწვდომობა არ ნიშნავს მხოლოდ მობილურობის შეფერხების მქონე ადამიანებისთვის ადაპტირებულ გარემოს, არამედ ამ მხრივ ჩვენ ყველა საჭიროების, მათ შორის ინტელექტუალური შეფერხებისა თუ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საჭიროებები უნდა გავითვალისწინოთ, - განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა.

 

 

big_banner
არქივი