logo_geo
ნინო წილოსანი : პარლამენტის შენობის „შტურმისტები“, პოლიციელების დამამცირებლები, „მოლოტოვის კოქტეილებით“ შეიარაღებულები, Gen Z თაობის სახელით ვერ ისაუბრებთ!
- +

21 მარტი. 2023. 15:20

 

 

უმრავლესობის წევრის   ნინო წილოსანის განცხადებით, ამ დღეების განმავლობაში უღირსი ადამიანები ცდილობდნენ   Gen Z თაობა მიესაკუთრებინათ, ისევე როგორც სურდათ, რომ პროევროპელობაზე დაემკვიდრებინათ მონოპოლია.

 

„Gen Z თაობის სახელით საუბროდნენ  ადამიანები, რომელთაც არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნიათ, რომ მათი წარმომადგენლის სახელი დაირქვან.  ისინი თითქოს ჯენზი თაობის, ახალგაზრდების ჩვენგან გამოყოფას ცდილობენ, თუმცა ამ თაობას ჩვენი შვილები წარმოადგენენ, რომელთაც ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ,  ვიცით რა მოსწონთ, რა ადარდებთ, რა ინტერესები აქვთ და სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ თითოეული მათგანი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მივიღეთ ამ ინიციატივის  გაუქმების გადაწყვეტილება. მათი ინტერესები და უსაფრთხოება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ცალმხრივად დავასრულეთ ის მავნე პროცესები, რომლებსაც დესტრუქციულმა ჯგუფებმა ჩაუყარეს საფუძველი.  აქვე, ერთმნიშვნელოვნად მინდა აღვნიშნო,  რომ პარლამენტის  შენობის „შტურმისტები“,  პოლიციელების დამამცირებლები, მოძალადეები და „მოლოტოვის კოქტეილებით“ შეიარაღებულები ამ თაობის სახელით ვერ ისაუბრებთ! ყველა სხვა დანარჩენს კი ჩემი პატივისცემა, იმ სურვილით,  რომ თავად ისწავლიან სხვისი გაკეთებულის შეფასებას და დაფასებას. ჯენზი თაობით რომ ბრენდავთ, მგონი საერთოდ ვერ აცნობიერებთ, რომ მათ საერთოდ  არ მოსწონთ ეს თქვენი უცხო სიტყვების და ტერმინების ბრახუნი“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

 

 

big_banner
არქივი