logo_geo
მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირი საბჭოთა კავშირი არ არის, ჩვენ ევროკავშირში წევრობა ქართული იდენტობის, ღირსების, სუვერენიტეტის, მომავალი თაობის თავისუფლების დასაცავად გვინდა და არა ცალ ფეხზე დგომა კუთხეში
- +

21 მარტი. 2023. 16:03

 

 

„ჩვენ ვმუშობთ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე, თქვენ კი ქვეყნის ევროპული მომავალი მხოლოდ სპეკულაციებისთვის და იარაღად გჭირდებათ“, - ასე მიმართა ოპოზიციას   ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

მისივე შეფასებით, პარლამენტში კანონპროექტებისთვის  რუსული იარლიყის მიკერება დანაშაულია.

 

„ღალატი არის ის რასაც თქვენ ყოველდღურად აკეთებთ: შეგნებულად ლობირებთ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი ამ ხელისუფლების პირობებში და შემდეგ ეს გამოიყენოთ თქვენ ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად. დანაშაულია რასაც ვაშაძე და მისი კომპანია აკეთებს დღეს ბრიუსელში; დანაშაულია რუსული იარლიყის მიკერება საქართველოს პარლამენტში კანონპროექტებისთვის და ზოგადად საკანონმდებლო პროცესისთვის; დანაშაულია, როცა საქართველოს ხელისუფლებას ეძახით რუსულს და ამით ისეთი პროცესების გამოწვევა გსურთ, რაც ქვეყანას არა თუ ევროპულ მომავალს დააკარგინებს, არამედ არსებობა შეიძლება დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ. ევროკავშირი საბჭოთა კავშირი არ არის. ჩვენ ევროკავშირში წევრობა ქართული იდენტობის, ღირსების, საქართველოს სუვერენიტეტის, საქართველოს მომავალი თაობის თავისუფლების დასაცავად გვინდა და არა ცალ ფეხზე დგომა კუთხეში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი