logo_geo
მიხეილ სარჯველაძე: ის რაც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა იკადრეს, როცა მე და ჩემს კოლეგებს რუსული გადაწყვეტილების მიღება დაგვაბრალეს, ეს იყო ყველაზე დიდი უზნეობა
- +

21 მარტი. 2023. 16:50

 

 

„ის რაც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა იკადრეს, როდესაც მე და ჩემს კოლეგებს დაგვაბრალეს რუსული გადაწყვეტილების მიღება, ეს იყო ყველაზე დიდი  უზნეობა, რომელიც ამ ბოლო წლების განმავლობაში ოპოზიციას შემოუთავაზებია“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ.

 

მისი თქმით, შეცდომა იყო, რომ მოქალაქეებს კარგად არ განემარტათ რას ემსახურებოდა კანონპროექტი, თუმცა ეს არავის აძლევს ოპოზიციაში მორალურ უპირატესობას.

 

„შეცდომა იყო რომ ჯეროვნად არ ვისაუბრეთ მოქალაქეებთან. ის რაც ახლა გვინდა გავაკეთოთ არის ის, რომ მოქალაქეებს ავუხსნათ რა იყო რეალობაში გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

როგორც მან აღნიშნა, კანონპროექტის მიზანი იყო ჰიბრიდული ძალის, რბილი ძალის გამოყენების აღკვეთა.

 

„ამ კანონის მიღება საქართველომ გასაგები მიზეზების გამო ვერ შეძლო და ისმის რიტორიკული კითხვა - ვინ იხეირა ამით და ვინ შეუწყო ამ ყველაფერს ხელი?“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

big_banner
არქივი