logo_geo
მაკა ბოჭორიშვილი: ოპოზიციის ნაწილმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი აქცია ბრძოლის იარაღად და არა მიზნად - ჩვენთვის ეს მიზანია
- +

21 მარტი. 2023. 18:18

 

ოპოზიციის ნაწილმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი აქცია ბრძოლის იარაღად და არა მიზნად - ჩვენთვის ეს მიზანია, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში არის პოლიტიკური ძალები, რომლებისთვისაც კანდიდატის სტატუსი არის პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მათ ძალაუფლება მოიპოვონ.

თავიდანვე ცხადი იყო, პარლამენტში, ვის ჰქონდა სურვილი ემუშავა და სერიოზულად შეეხედა ევროკავშირის რეკომენდაციებზე. ჩვენ ვნახეთ იმ ადამიანების ქცევა, რომლებიც დღეს ყველაზე ხმამაღლა ყვირიან და დადიან ქვეყნის გარეთ და ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციაზე საუბრობენ მაშინ, როდესაც მათ არც სურვილი გამოუხატიათ და არც დაუპირებიათ, რომ ამ პროცესის მონაწილეები ყოფილიყვნენ.

ეს არის ყალბი საქციელი მათი მხრიდან, ყალბი სურვილი, რომ თითქოს მათ სურთ ევროკავშირში რაიმე წარმატების მიღწევა. სინამდვილეში, ერთადერთი სურვილი რაც მათ აქვთ და აწუხებთ, ეს არის რომ შემთხვევით არ მოხდეს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ქვეყანამ წარმატებას მიაღწიოს და ამ ხელისუფლების პირობებში მოხდეს კანდიდატის სტატუსის მინიჭება“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ბრიუსელის რეკომენდაციების შესრულებაში არ მონაწილეობას. პარტიამ ბოიკოტი გამოაცხადა იმ საკითხების მიმართ, რომელთა განხილვაც მიმდინარე კვირას პლენარულ სხდომაზეა დაგეგმილი. ამ პროცესში „ნაციონლური მოძრაობის“ გვერდით დგას „სტრატეგია აღმაშენებელიც“.

big_banner
არქივი