logo_geo
მამუკა მდინარაძე ანა ნაცვლიშვილს: თქვენ წინასწარ ასამართლებთ ყველას, ასე აკეთებდნენ ბოლშევიკები, განაჩენის და სასამართლოს გარეშე ასამართლებდნენ ხალხს, იმავეს აკეთებთ თქვენც
- +

21 მარტი. 2023. 19:45

"თქვენ წინასწარ ასამართლებთ ყველას, ასე აკეთებდნენ ბოლშევიკები, განაჩენის და სასამართლოს გარეშე ასამართლებდნენ ხალხს, იმავეს აკეთებთ თქვენც", - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ლელოს“ წევრს ანა ნაცვლიშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ მამუკა მდინარაძე ძალადობაში ბრალდებული ადამიანის თანამოაზრეა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მან სუბიექტურად, ხაზგასმით თქვა, რომ მისთვის დაუჯერებელია 8 თუ 7 წლის წინ რაღაც ხდებოდეს, ამ ხნის განმავლობაში ადამიანი იყოს გაჩუმებული და მერე ამ ფაშისტურ კამპანიას დაემთხვეს რაღაც.

„მან [ანა ნაცვლიშვილმა] ინტერპრეტაციით სცადა ტყუილის თქმა. იმ თემაში ნუღარ შემოხვალთ, მე რას დავიჯერებ და რას არა. მართლა ფაშისტები ხართ მე მგონი. მე ეს არ მჯერა თქო, იმიტომ, რომ ცუდად ემთხვევა. მე სუბიექტურად ხაზგასმით ვთქვი, რომ დაუჯერებელია ჩემთვის 8 თუ 7 წლის წინ რაღაც ხდებოდეს, ამ ხნის განმავლობაში ადამიანი იყოს გაჩუმებული და მერე ამ ფაშისტურ კამპანიას დაემთხვეს რაღაც, თან რაღაც ბრალდებებს მოყვა ბრალდებები და არ მგონია ეს ასე იყოს. თუმცა, თქვენ წინასწარ ასამართლებთ ყველას, ასე აკეთებდნენ ბოლშევიკები, განაჩენის და სასამართლოს გარეშე ასამართლებდნენ ხალხს. იმავეს აკეთებთ თქვენც და როგორ მოვიქცეთ ამ დროს, მოგვეცით უფლება რაღაც დავიჯეროთ სუბიექტურად, ან არ დავიჯეროთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

big_banner
არქივი