logo_geo
იენს სტოლტენბერგი: მივესალმები საქართველოს პარლამენტის მიერ კანონპროექტის ჩაგდებას - მოვუწოდებ პოლიტიკურ ლიდერებს, იმუშაონ ერთად აუცილებელ რეფორმებზე
- +

21 მარტი. 2023. 22:36

"მივესალმები საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, ჩაეგდოთ თუ უკან გაეწვიათ კანონპროექტი უცხოური აგენტებისა თუ გავლენის შესახებ, რადგან ის შეუთავსებელია ევროატლანტიკურ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვასთან," - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მან საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდა, იმუშაონ ერთად აუცილებელ რეფორმებზე.

„ასე რომ მივესალმები, ინიციატივის უკან გაწვევას და რომ მას მხარი არ დაუჭირა პარლამენტმა. მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, იმუშაონ ერთად აუცილებელ რეფორმებზე და რა თქმა უნდა ნატოც მუშაობს საქართველოს მთავრობასთან ამ რეფორმების განსახორციელებლად. დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, უსაფრთხოების სამსახურებზე დემოკრატიული კონტროლის გასაძლიერებლად და კორუფციის დასამარცხებლად. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ თქვა, რომ მათ სურთ საქართველოს დემოკრატიული კეთილდღეობა, ევროატლანტიკურ რეგიონში ინტეგრირება. ნატო განაგრძობს ამ მისწრაფებებში პარტნიორობას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

big_banner
არქივი