logo_geo
ოლივერ ვარჰეი: ყველა ძალამ უნდა ითანამშრომლოს რეფორმების დღის წესრიგის წინ წასაწევად - ჩვენ დავაჩქარებთ ეკონომიკისა და საინვესტიციო გეგმის იმპლემენტაციას საქართველოს სასარგებლოდ
- +

21 მარტი. 2023. 22:50

ილია დარჩიაშვილთან შეხვედრისას ჩვენი საუბრის მთავარი თემა იყო 2022 წლის ივნისში განსაზღვრული 12 რეკომენდაციის განხორციელების გზები, - ასე გამოეხმაურა გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრას.

„ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა ითანამშრომლოს რეფორმების დღის წესრიგის წინ წასაწევად. ჩვენ დავაჩქარებთ ეკონომიკისა და საინვესტიციო გეგმის იმპლემენტაციას საქართველოს სასარგებლოდ“, - წერს ოლივერ ვარჰეი „ტვიტერზე“.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ოფიციალური შეხვედრებს მართავს.

big_banner
არქივი