logo_geo
მამუკა მდინარაძე: პერსპექტივა და მომავალი აქვს ხვალინდელ დღეზე ფიქრს, ღირსებით ბრძოლას ქვეყნის ევროპული მომავლისათვის და ევროპულობისათვის
- +

24 მარტი. 2023. 16:36

 

 

„დღეს ეროვნული ინტერესი არის მშვიდობა, განვითარება, ჩვენი ოსი და აფხაზი დებისა და ძმებისთვის თქმა, რომ ჩვენ ამ საერთო ომს მშვიდობით მოვიგებთ, განვითარებით მოვიგებთ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს უნდა იცოდეს ნებისმიერმა ახალგაზრდამ.

 

„ღირსებით შევალთ ევროპაში. ბეწვის ხიდზე ჯანჯღარს და ქვეყნის ამოყირავების მცდელობას არ აქვს პერსპექტივა. პერსპექტივა და მომავალი აქვს ხვალინდელ დღეზე ფიქრს, ღირსებით ბრძოლას ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და ევროპულობისთვის. ეს არის ყველაზე მთავარი და ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ, დანარჩენი ყველაფერი არის ქვეყნის საბოტაჟი და ჩვენ ღირსებით გავხდებით ევროპული ოჯახის წევრი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

big_banner
არქივი