logo_geo
მიხეილ სარჯველაძე: პრობლემურია ის, რომ ოპოზიცია ცდილობს, რაც შეიძლება ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინოს არსებულ საფრთხეებთან მიმართებაში ქვეყნის მიერ არჩეული გეზი
- +

25 მარტი. 2023. 11:28

 

 

 

პრობლემურია ის, რომ ოპოზიცია ცდილობს, რაც შეიძლება ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინოს ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებთან მიმართებაში ქვეყნის მიერ არჩეული გეზი, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

„ამით ცდილობენ ქულების დაწერას. რეალურად, ისინი საზოგადოებას ატყუებენ, როდესაც აკეთებენ მცდარ ინტერპრეტაციებს პრემიერის ცალკეულ განცხადებებთან დაკავშირებით და ცდილობენ, წარმოაჩინონ როგორც ქვეყნის გადახვევა ევროინტეგრაციის მიმართულებიდან. რეალურად, პრემიერის გამოსვლისას არაერთხელ გაესვა ხაზი ევროინტეგრაციის მნიშვნელობას“, - აცხადებს სარჯველაძე.

 

 

big_banner
არქივი