logo_geo
მიხეილ სარჯველაძე: სააკაშვილი ქმნის ჰუმანიტარული პრობლემის სიმულაციას მხოლოდ იმისთვის, რომ მიაღწიოს პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტას
- +

25 მარტი. 2023. 15:19

 

 

 

„ეს ადამიანი დღეს უბრალოდ ქმნის ჰუმანიტარული პრობლემის სიმულაციას მხოლოდ იმისთვის, რომ მიაღწიოს პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტას. როგორც ჩანს, ჯანმრთელობის ხელოვნურად გაუარესება თვითდაზიანების გზით, წარმოადგენს მისთვის საშუალებას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ პატიმარ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ყველა კარგად ხვდება, რომ სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი გახლავთ არა ის, რომ მას ხელი არ მიუწვდება რომელიმე სამედიცინო პროცედურაზე, არამედ ის, რომ იგი არ იღებს საკვების რეკომენდებულ რაოდენობას.

 

„ჯანმრთელობის სერვისზე წვდომის საკითხი უნდა შეფასდეს, რა თქმა უნდა, პირველყოვლისა, პროფესიონალი ექიმების მიერ. აი, პროფესიონალი ექიმები რომ იტყვიან, კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია ამა თუ იმ სამედიცინო პროტოკოლის განხორციელება, ამის შემდეგ უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული, თუ როგორ გაგრძელდება შემდეგ საპატიმრო უფლებების აღსრულება.

 

რაც შეეხება დანარჩენს, ვფიქრობ, ქართული საზოგადოებისთვის ეჭვსაც აღარ იწვევს ის გარემოება და, დარწმუნებული ვარ, საზღვარგარეთაც დარწმუნდებიან ყველანი ამაში, რომ ეს ადამიანი დღეს უბრალოდ ქმნის ჰუმანიტარული პრობლემის სიმულაციას მხოლოდ იმისთვის, რომ მიაღწიოს პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტას. როგორც ჩანს, ჯანმრთელობის ხელოვნურად გაუარესება თვითდაზიანების გზით, წარმოადგენს მისთვის საშუალებას. პოლიტიკური ამოცანაა სასჯელისგან გათავისუფლება - ამის მიღწევის ერთ საშუალებას წარმოადგენს. აი, ამის ინსცენირებას ვადევნებთ თვალს, რომ გაუარესდა მდგომარეობა, თუმცა ყველა კარგად ხვდება, რომ ამ მდგომარეობის გაუარესების მიზეზი გახლავთ არა ის, რომ მას ხელი არ მიუწვდება რომელიმე სამედიცინო პროცედურაზე, რომელიმე სამედიცინო სერვისზე, ყველაფერი ხელმისაწვდომია მისთვის, უბრალოდ, ის არ იღებს საკვების რეკომენდებულ რაოდენობას“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

big_banner
არქივი