logo_geo
გიორგი ვოლსკი: გამოვრიცხავ, რომ ნორვეგიის იმ საზოგადოებამ, რომელმაც ეს ჯილდო სააკაშვილს გადასცა, არ იცის, რა გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ
- +

28 მარტი. 2023. 18:01

 

 

„გამოვრიცხავ, რომ ნორვეგიის ელჩმა ან ნორვეგიის იმ საზოგადოებამ, რომელმაც ეს ჯილდო სააკაშვილს გადასცა, არ იცის, რა გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ და საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა“, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

„ჩვენ თავიდანვე ძალიან კარგად ვიცოდით, რომ ეს ნორვეგიის ხელისუფლების პოზიცია არ ყოფილა, მაგრამ პოლიტიკაში საკმაოდ მსუყედ მონაწილე პოლიტიკური გუნდის განცხადება იყო ეს და ტრადიციული ჯილდოა, რომელსაც სხვადასხვა ადამიანს გადასცემენ. ამის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლებოდა. კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს: ეს ქვეყანა, საქართველო, არ ეკუთვნის პოლიტიკურ პარტიებს და ჩვენი ისტორია არ შედგება პოლიტიკური დემარშებისგან. ძალიან ცუდია, რომ რომელიღაც განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელსაც ნორმალურად მიაჩნია, რომ წამება და სადისტობა სახელმწიფო მმართველობის რანგში იყო აყვანილი. გამოვრიცხავ, რომ ნორვეგიის ელჩმა ან ნორვეგიის იმ საზოგადოებამ, რომელმაც ეს ჯილდო სააკაშვილს გადასცა, არ იცის, რა გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ და საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა. ეს ქვეყანა ხალხისაა, და არა პოლიტიკური პარტიის. ნებისმიერ ძალას, რომელიც ქვეყანას უდგას სათავეში, აქვს ვალდებულება, დაიცვას საკუთარი ხალხის ინტერესები. თუკი ამ ხალხს შეურაცხყოფას აყენებენ იმით, რომ მისი ინტერესების მიმართ დაპირისპირებულ ადამიანს აძლევენ დაუმსახურებელ ჯილდოს, რასაკვირველია, ხელისუფლება ვალდებულია გამოხატოს ქვეყნის და საზოგადოების პოზიცია“, - აცხადებს ვოლსკი.

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში პრიზი გადაეცა. დაჯილდოების ცერემონია ნორვეგიაში გაიმართა.

 

 

big_banner
არქივი