logo_geo
ხვალ საქართველოს შვედეთის პრინცესა ვიქტორია ეწვევა
- +

28 მარტი. 2023. 22:12

29-30 მარტს საქართველოს შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია ეწვევა. ინფორმაციას საქართველოში შვედეთის საელჩო ავრცელებს. მათი ცნობით, პრინცესას საქართველოს პრეზიდენტი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უმასპინძლებენ.

„ვიზიტი ხორციელდება ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის პერიოდში. შვედეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის მნიშვნელობის ხაზგასმა და ევროკავშირის სამოქალაქო CSDP (ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სფეროში მომუშავე) მისიების გაძლიერება.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში არის მთავარი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლიათ ევროკავშირის სამოქალაქო CSDP მისიებს დაეხმარონ სტაბილურობის უზრუნველყოფაში, უსაფრთხოების ხელშეწყობასა და ნდობის ჩამოყალიბებაში იმ ქვეყნებში, სადაც ისინი აქტიურობენ.

საქართველოში ვიზიტით, გვირგვინოსან პრინცესას, ასევე სურს ხაზი გაუსვას ჩვენს ქვეყნებსა და ხალხს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრობასა და პარტნიორობას“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

big_banner
არქივი