logo_geo
დამოუკიდებელი დეპუტატები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ
- +

29 მარტი. 2023. 20:31

 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრები შეხვდნენ.

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც თამარ კორძაია, ბექა ლილუაშვილი, მიხეილ დაუშვილი, თამარ ჩარკვიანი და არმაზ ახვლედიანი ესწრებოდნენ, საუბარი ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით არსებულ პროგრესს, დეპოლარიზაციის საკითხის გადაჭრის მნიშვნელობას და სასამართლო სისტემის რეფორმის აუცილებლობას შეეხო.

„ჩვენი ევროპელი კოლეგები 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით პროგრესს სწავლობენ. მაგრამ ყველაზე დიდ პრობლემად ისევ და ისევ გამოიკვეთა დეპოლარიზაციის საკითხის გადაჭრა და სასამართლო სისტემის რეფორმა და ანტიკორუფციული საკითხები. საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ კონკრეტული ნაბიჯები გადადგან სწორედ ამ საკითხებთან მიმართებაში და ველოდებით მათ შეფასებას და ოცნების მოქმედებას იმისათვის, რომ 12 პუნქტი იყოს ნორმალურად შესრულებული“, - განაცხადა კორძაიამ.

big_banner
არქივი