logo_geo
დავით ზალკალიანმა საელჩოში ამერიკელი კონგრესმენების ჯგუფს უმასპინძლა
- +

30 მარტი. 2023. 21:32

 

საქართველოს ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, დავით ზალკალიანმა საელჩოში ამერიკელი კონგრესმენების ჯგუფს უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ კონგრესმენები, ალექს მუნი, ჯონ როუზი, დერიკ ვან ორდენი, დენ კრენშოუ, ჯიმ ბეირდი, მაიკ გარსია და კონგრესვუმენი ქეროლ მილერი.

როგორც საქართველოს ელჩის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვრედრაზე განიხილეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოების შესაძლებლობები, საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებული რთულ გეოპოლიტიკური სიტუაცია, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის ფონზე წარმოქმნილ უსაფრთხოების გამოწვევები.

დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონული უსაფრთხოებისთვის და შავი ზღვის მნიშვნელობას სავაჭრო და ენერგეტიკული დამაკავშირებელი პროექტებისთვის. ასევე, ელჩმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

აღნიშნული შეხვედრა ამერიკა-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის ხელმძღვანელისა და საქართველოს საპატიო კონსულის მელორი წიფურიას ხელშეწყობით გაიმართა.

big_banner
არქივი