logo_geo
მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა
- +

30 მარტი. 2023. 21:49

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს ედიტ ესტრელას და კლოდ კერნს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში განხორციელებული რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე და მოლოდინებზე ევროკავშირთან ურთიერთობებში.

საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში გადადგმულ ნაბიჯებს, ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესში განხორციელებულ რეფორმებს.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესსა და პროცესზე.

​განიხილეს აღნიშნული რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და დაგეგმილ აქტივობები.

 

 

big_banner
არქივი