logo_geo
მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლაზე: ეს იყო მიკერძოებული, ტენდენციური ანგარიში
- +

1 აპრილი. 2023. 15:01

 

 

ეს იყო უმრავლეს შემთხვევაში მიკერძოებული, ტენდენციური ანგარიში, - ასე შეაფასა პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ.

 

„მომეჩვენა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მიკერძოება ვლინდებოდა, მათ შორის ფაქტობრივ უზუსტობებშიც. მთავარიისაა, რომ ხელისუფლებას მეორე პირში ელაპარაკებოდა. ცალ-ცალკე ჰქონდა მიმართვა ხელისუფლებისთვის და არ მგონია, რომ ეს მართებული პოზიცია იყო, რადგან ამან ძალიან აშკარა გახადა, რომ ის ოპოზიციონერის მანტიით ელაპარაკებოდა ხელისუფლებას“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

 

31 მარტს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგა.

 

 

 

big_banner
არქივი