logo_geo
შალვა პაპუაშვილი: საგამოძიებო კომისიების საკითხი იქცა აბსურდის თეატრად, რისი მიზანიცაა, შექმნან პოლიტიკური სკანდალები, მოვუწოდებ, შეეშვან აბსურდის თეატრს და ჩაერთონ რეკომენდაციების შესრულებაში
- +

15 მაისი. 2023. 20:20

"სართო ჯამში, საგამოძიებო კომისიების საკითხები იქცა აბსოლუტურად აბსურდის თეატრად, უკვე ყოველ ნაბიჯზე ითხოვენ საგამოძიებო კომისიას, მთავარი მიზანი ის არის, რომ შექმნან პოლიტიკური სკანდალები არა შედეგით, არამედ თავად პროცესით, ვინაიდან ამ პროცესით ყოველდღიურად ჰქონდეთ რაღაც სპეკულაციების შესაძლებლობა," – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია ცდილობს, პოლიტიკური სკანდალების მოწყობის შესაძლებლობა გამოძებნოს.

ამას აკეთებენ მაშინ, როდესაც საკითხი ეხება ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის ნაბიჯებს, იმას, რომ დაკავებული ვიყოთ 12 რეკომენდაციის შესრულებით და მათ შორის ევროკავშირსაც ვაჩვენოთ დეპოლარიზაცია. ამ ფონზე ერთადერთი, რასაც აკეთებს ოპოზიცია, არის სკანდალების მოწყობა, რაღაც გამომძიებლობის თამაში და ა.შ. ამიტომ, მე ერთადერთ რამეს მოვუწოდებ, უკვე წელი გადის თითქმის, რაც 12 რეკომენდაცია იქნა წარმოდგენილი, საპარლამენტო უმრავლესობა ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს მათ შესასრულებლად, უმეტესი სამუშაოებისა სწორედ უმრავლესობამ გაწია, ოპოზიცია ან ბოიკოტში იყო, ან არაფერი მნიშვნელოვანი წვლილი არ შეჰქონდა ამ პროცესში. მოვუწოდებ მათ, შეეშვან პოლიტიკურ აბსურდის თეატრს და ჩაერთონ ამ რეკომენდაციების შესრულებაში“, – განაცხადა პაპაუშვილმა.

ოპოზიცია ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის კენჭისყრაზე გატანას ცდილობს.

 

big_banner
არქივი