logo_geo
მამუკა მდინარაძე: სტრასბურგის გადაწყვეტილებამ მთელ მსოფლიოს, არა მარტო ქართულ საზოგადოებას, უთხრა, რომ წელიწად-ნახევრიანი ქვეყნისათვის დამზიანებელი პიარ კამპანია იყო აბსოლუტური სიცრუე
- +

15 მაისი. 2023. 22:17

"სტრასბურგის გადაწყვეტილებამ მთელ მსოფლიოს, და არა მარტო ქართულ საზოგადოებას, უთხრა, რომ წელიწად-ნახევრიანი ქვეყნისათვის დამზიანებელი პიარ კამპანია სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირების, რომელიც სრულ ფეიკზე იყო აგებული, იყო აბსოლუტური სიცრუე და ეფუძნებოდა მხოლოდ გადახდილ მილიონებს," - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა განაცხადა.

„ჩვენ გვახსოვს კონკრეტული „ფარა“-ს მიერ გამოქვეყნებული მტკიცებულება, როგორ იხდიდნენ მილიონებს იმაში, რომ ეს კამპანია ამგვარად დალაგებულიყო, როგორც ისინი ამას ალაგებდნენ. სტრასბურგის სასამართლომ წერტილი დაუსვა იმ სპეკულაციებს, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით იყო და ახლა დგანან ერთი ძალიან სერიოზული დილემის წინაშე, იურიდიულად ადვოკატი მართალს ამბობს ამ შემთხვევაში, რომ მათ არ აწყობთ მტკიცებულებების არარსებობის გამო გაგრძელება. ქვეტექსტი პრაქტიკულად ეს იყო. ნებისმიერი იურისტი ამას კარგად მიხვდებოდა, მაგრამ პოლიტიკურად ასევე არ აწყობთ, რომ არ გააგრძელონ დავა იმიტომ, რომ ასე მათი მხრიდანაც დადასტურდება, რადგან ვერ გააგრძელეს საქმის არსებითი განხილვა სტრასბურგში და გამოიხმეს სარჩელი, პოლიტიკურად ეს ძალიან დამაზიანებელია მათთვის. ახლა დილემის წინაშე არიან, ნებისმიერი იურისტი ვინც ჩახედავს საქმეს ეუბნება, რომ თუ არ გამოვიტანეთ წავაგებთ გარანტირებულად და პოლიტიკოსები ეუბნებიან, თუ გამოვიტანთ პოლიტიკურად წავაგებთ. ეს დილემა ახლა მათთვის არის ძალიან დამთრგუნველი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

big_banner
არქივი