logo_geo
ალუდა ღუდუშაური: სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აიღოს და იმ ადამიანებს, ვინც ის წააქეზა და ასეთ დღეში ჩააგდო, სულ თავში უნდა გირტყათ
- +

16 მაისი. 2023. 14:03

 

 

„სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ქვეყნის დაზიანებას, სპეკულაციებს თავი დაანებეთ და კაცობა დაიწყეთო, მაგრამ ჩვენ შორს ვართ იმ ილუზიისგან, რომ თქვენ რაიმე სახით სწორ გზას დაადგეთ ან ქვეყნის დაზიანებას ან პოლიტიკურ პარაზიტობას თავს დაანებებთ“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილების შეფასებისას.

 

„სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ დიახ, საქართველოს მართლმსაჯულება მოწოდების სიმაღლეზეა, საქართველოს ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზეა და მთავარი და მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიცავთ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ისე როგორც ეს წამყვან ევროპულ ქვეყნებშია. მინდა გითხრათ, რომ სტრასბურგის ამ გადაწყვეტილებით ბოდიში მოუხადოთ ჩვენს ქვეყანას, საკუთარ ხალხს ბოდიში მოუხადოთ იმ კამპანიისთვის, როდესაც თქვენ ტალახს ესროდით და აზიანებდით ქვეყანას. დიახ, თქვენ ის ხალხი ხართ და ეს იმ მსჯელობის გაგრძელებაა, როდესაც ქალბატონი სამადაშვილი ღია ეთერში ამბობდა, რომ თქვენი სურვილია საკუთარ ქვეყანას და ხალხს სანქციები დაუწესდეს, ეს იმის გაგრძელებაა საქართველოში თითქოს სააკაშვილი ვიღაცამ მოწამლა და მას ვიღაც კლავს. მინდა გითხრათ, რომ როდესაც პატიმრობა გათანაბრებული იყო სიკვდილთან და პატიმრობა ავტომატურად უდრიდა სიკვდილს, ეს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების დროს ჩავაბარეთ წარსულს. ამიტომ ნუ გერევათ რა დროში და რა სიტუაციაში ხართ. ამავდროულად, მინდა გითხრათ, რომ სააკაშვილმა ამ გადაწყვეტილების შემდეგ თუ რაიმე უნდა გააკეთოს, ეს გადაწყვეტილება უნდა აიღოს და იმ ადამიანებს ვინც ის წააქეზა და ასეთ დღეში ჩააგდო, სულ თავში უნდა გირტყათ“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

 

 

big_banner
არქივი