logo_geo
მიხეილ სარჯველაძე: არაერთი ლიდერი, რომელიც დღეს რუსეთთან ფრენების აღდგენას აპროტესტებს, თავის დროზე საჯაროდ აცხადებდა, რომ რუსმა ტურისტებმა საქართველოში უნდა იმოგზაურონ
- +

20 მაისი. 2023. 11:25

 

 

 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც დღეს რუსეთთან ფრენების აღდგენას აპროტესტებენ, თავის დროზე ღიად, საჯაროდ აცხადებდნენ, რომ რუსმა ტურისტებმა საქართველოში უნდა იმოგზაურონ.

 

„არაერთი ლიდერი, რომელიც დღეს აქტიურად გმობს საქართველოს პოზიციას იმის გამო, რა გადაწყვეტილებაც მიიღო რუსეთმა, იმავე საკითხთან დაკავშირებით მათ თავად ჰქონდათ გადაწყვეტილებები მიღებული და ღიად, საჯაროდ აცხადებდნენ, რომ რუსმა ტურისტებმა საქართველოში უნდა იმოგზაურონ. ეს ადამიანები ვერაგული გეგმებით არიან დაინტერესებულები. მათი სურვილია, რომ შექმნილი ვითარება გამოიყენონ საიმისოდ, რომ რაც შეიძლება მეტი პრობლემა შეუქმნან საქართველოს“, - აცხადებს სარჯველაძე.

 

რუსეთის მიერ ცალმხრივად მოქმედი შეზღუდვის გაუქმების შემდეგ კომპანია „აირზენამ“ რუსეთში პირველი რეისი შეასრულა. ფრენების აღდგენას აპროტესტებს რადიკალური ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად მოხსნასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აპლოდისმენტებით ხვდებოდა.

 

 

 

big_banner
არქივი