logo_geo
ირაკლი კობახიძე: ჩვენი პროგნოზი, რომ ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად აუცილებლად დაიწყებოდა ქსენოფობიური კამპანიის ახალი ტალღა, ახდა
- +

20 მაისი. 2023. 14:44

 

 

 

ჩვენ წინასწარ ვაკეთებდით პროგნოზს იმასთან დაკავშირებით, რომ ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად აუცილებლად დაიწყებოდა ქსენოფობიური კამპანიის ახალი ტალღა, და პროგნოზი ახდა. ქსენოფობია არ ზის ქართული საზოგადოების ბუნებაში. ეს არის ლიბერალურ-ფაშისტური კამპანიის ერთ-ერთი განშტოება და მე ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ ასეთი ტიპის კამპანიებისგან. საქართველოში ქსენოფობიის ადგილი არაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„მე ვეყრდნობი სასტუმროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. დაზუსტებული მონაცემები არ მაქვს. ჩემთვის მთავარია, რომ აქ კონკრეტული ადამიანების ქმედებებში იკვეთება კონკრეტული მიდგომა და ორმაგი სტანდარტი. თქვენ გახსოვთ მათი დამოკიდებულება 2008 წლის შემდეგ: როცა მიხალკოვის ქორწილი შედგა საქართველოში. მაშინ მას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირადად ესტუმრა, მიუხედავად იმისა რომ მხოლოდ 3 წელი იყო გასული რუსეთ-საქართველოს ომიდან. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ყველაფერს აქვს მხოლოდ პოლიტიკური მიზანი - ესკალაცია, პროვოკაციების მოწყობა. სცენაზე არიან დღეს მთავარი პროვოკატორები: ხოშტარია, მელია და ა.შ. ერთი საინტერესოა დეტალია კიდევ: როდესაც საუბარია კონკრეტული რუსი ტურისტების საქართველოში ჩამოსვლის თაობაზე, პირველი სახელობითი ინფორმაცია აქვს ხოლმე ხოშტარიას. პოზნერის შემთხვევაშიც ასე იყო და ახლაც ამტკიცებს, რომ ზუსტად იცის, რომ კონკრეტული ადამიანია საქართველოში ჩამოსული. საინტერესოა, რა კავშირები აქვს ასეთი ხოშტარიას, რომ ის პირველი იგებს ამის შესახებ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

big_banner
არქივი