logo_geo
ირაკლი კობახიძე: ყოველ ჯერზე, როდესაც ოპოზიცია ინტერპელაციის წესით კითხვებს სვამს, წაგებული რჩება, დებატების დროს მარტივად ირკვევა, ვის მხარეს არის სიმართლე
- +

20 მაისი. 2023. 17:58

 

 

 

“ყოველ ჯერზე, როდესაც ოპოზიცია ინტერპელაციის წესით კითხვებს სვამს, წაგებული რჩება, დებატების დროს ძალიან მარტივად ირკვევა, ვის მხარეს არის სიმართლე, ეს სიმართლე გუშინაც გაირკვა”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

კობახიძის თქმით, ცინიზმია, როდესაც 7 ნოემბრისა და 26 მაისის ავტორები კითხვას სვამენ მიტინგის დაშლასთან დაკავშირებით.

 

„ყოველ ჯერზე, როდესაც ოპოზიცია ინტერპელაციის წესით კითხვებს სვამს, ის წაგებული რჩება. აქ არის ერთგვარი დებატების სივრცე და დებატების დროს ძალიან მარტივად ირკვევა ხოლმე, ვის მხარეს არის სიმართლე. გუშინაც გაირკვა, ვის მხარეს არის სიმართლე. ზოგადად, ცინიზმია, როდესაც 7 ნოემბრისა და 26 მაისის ავტორები სვამენ კითხვას მიტინგის დაშლასთან დაკავშირებით, რამდენად პროპორციული იყო მიტინგის დაშლა და ასე შემდეგ. ეს ცინიზმია, მაგრამ მათ მიიღეს საკადრისი, სათანადო პასუხი. თითოეულ კითხვას გაეცა პასუხი. რა თქმა უნდა, მიტინგის დაშლა 7-8 მარტს მოხდა უმაღლეს დონეზე ვახტანგ გომელაურის, შს სამინისტროს მიერ, რისთვისაც თითოეულ პოლიციელს ეკუთვნის ძალიან დიდი და განსაკუთრებული მადლობა. ეს ყველაფერი გაირკვა კიდევ ერთხელ გუშინდელ სხდომაზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

big_banner
არქივი