logo_geo
მიხეილ სარჯველაძე: ვითომ პატრიოტული სულისკვეთების დემონსტრირება მოსალოდნელი იყო
- +

20 მაისი. 2023. 19:39

 

 

 

ვითომ პატრიოტული სულისკვეთების დემონსტრირება რომ მოახდინონ, ამის მცდელობები, როგორც ჩანს მოსალოდნელი იყო, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, მიხეილ სარჯველაძემ.

 

„ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად აუცილებლად კვლავ დაიწყება საუბარი იმასთან დაკავშირებით, რატომ ჩამოდიან რუსი ტურისტები და ა.შ. ყველაზე პრობლემურად მე მესახება კეთილსინდისიერების მომენტი იმ ხალხისგან, ვინც ამას აპროტესტებს. იგივე ადამიანები, ვინც თავის დროზე აცხადებდნენ, რომ მიესალმებიან რუს ტურისტებს, როდესაც საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია განხორციელდა და მოგვიანებით, როდესაც უკრაინის ოკუპაციაზე მიდის საუბარი იქ სრულიად განსხვავებული და კრიტიკული პოზიციები უჩნდებათ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

big_banner
არქივი