logo_geo
პეტრე მამრაძე: „ვარდების რევოლუციამდე“ სააკაშვილი რეგულარულად დადიოდა მოსკოვში და დადიოდა კიევით. სააკაშვილს ჰქონდა კარტბლანში - მას ენდობოდნენ
- +

22 მაისი. 2023. 00:22

 

 

 

მინდა ყველამ იცოდეს, „ვარდების რევოლუციამდე“ სააკაშვილი რეგულარულად დადიოდა მოსკოვში და დადიოდა კიევით. ჩაფრინდებოდა კიევში, იქ მას მისი ქართველი მეგობრები ხვდებოდნენ. როგორც წესი, იქვე აეროპორტში ისადილებდა და იქიდან მიფრინავდა მოსკოვში, "- ამის შესახებ პეტრე მამრძემ მიხეილ სააკაშვილის მოსკოვთან კონტაქტებზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს მოსკოვში მუდმივი კონტაქტები ჰქონდა. მოსკოვიდან იგი შემდეგ ისევ კიევში ჩადიოდა და ასე ბრუნდებოდა საქართველოში. მამრაძემ საუბრისა „ვარდების რევოლუცია“, აჭარაში განვითარებული მოვლენები და 2008 წლის ომის ამბებიც გაიხსენა.

 

„სააკაშვილს ჰქონდა კარტბლანში. სააკაშვილს ენდობოდნენ. გაიხსენეთ ასლან აბაშიძის გაყვანა 2004 წლის მაისში. ისევდა ისევ რუსეთის უშუალო ჩართულობით. ყველამ უნდა იცოდეს, რომ არავითარი ივანოვი, ამჯერად ლუჟკოვი ჩამოვიდა სპეცრეისით სტამბოლიდან ბათუმში და ლუჟკოვმა გაიყვანა. გარანტიები ხომ გახსოვთ? თავად პუტინმა რომ განაცხადა - გვთხოვეს ჩვენ რომ გაგვეყვანა ეს ადამიანი. ჩვენ დავთანხმდით იმ პირობით, რომ ვკითხეთ, შემდეგ ხომ არ აღიძვრება რაიმე საქმე მის წინააღმდეგ, პრეტენზიები ხომ არ იქნება? ახლა გვეუბნებიან, რომ საქმე აღიძრა და გადმოგვეცითო და ჩვენ ვერ დავარღვევთ ჩვენს პირობასო. გახსოვთ ეს? ანუ, პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ თავიდან იყო ასეთი იდილია. შემიძლია ვთქვა, რომ მე ამას მეუბნებოდა რუსეთის ელჩი საქართველოში, ვლადიმერ ჩხიკვიშვილი, კონფიდენციალურად მეუბნებოდა. ვაკეში ერთ სახლში გავიზარდეთ. მეზობელი იყო, მერე გადავიდა რუსეთში. ეს იყო, მაგრამ ძალიან გაფუჭდა ურთიერთობა. პუტინმა კიდევაც უთხრა, ძალიან ცნობილ ჟურნალისტებს, რომ „მან ის მოატყუა“. იცით, როდის, 2004 წელს, როდესაც დაიწყო ჰუმანიტარული შტურმი ცხინვალზე“, - განაცხადა მამრაძემ.

 

 

big_banner
არქივი