logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: კატარის სახელმწიფოს ემირთან შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები
- +

23 მაისი. 2023. 13:55

 

 

ნაყოფიერი საუბარი მქონდა კატარის სახელმწიფოს ემირთან შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანისთან. შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს.

 

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, კატარის სახელმწიფოსთან ორმხრივი პარტნიორობის გაძლიერება უდიდესი მნიშვნელობის არის საქართველოსთვის.

 

“ნაყოფიერი საუბარი მქონდა კატარის სახელმწიფოს ემირთან შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანისთან. შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები და საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები. კატარის სახელმწიფოსთან ორმხრივი პარტნიორობის გაძლიერება უდიდესი მნიშვნელობის არის საქართველოსთვის ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობის ახალი სამიზნე ორიენტირების მიღწევის კონტექსტში“, - აღნიშნავს პრემიერი.

 

 

 

big_banner
არქივი