logo_geo
შალვა პაპუაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
- +

24 მაისი. 2023. 14:28

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა.

 

შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა NATO-ს წარმომადგენელს მისი პირადი ძალისხმევისთვის, ხელი შეუწყოს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციას.

 

თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, განსაკურებით მნიშვნელოვანია, საქართველოს პროგრესი NATO-ში გაწევრიანების გზაზე.

 

ხავიერ კოლომინამ დადებითად შეაფასა საქართველოსა და NATO-ს შორის არსებული თანამშრომლობა. მისი თქმით, საქართველო NATO-ს ღირებული პარტნიორია და ურყევია NATO-ს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი.

 

შალვა პაპუაშვილმა ხავიერ კოლომინას ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელების პროგრესზე ესაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს ევროპული საბჭო მიანიჭებს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

 

ხავიერ კოლომინას თქმით, მისასალმებელია დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოს პროგრესი. მან აღნიშნა, რომ NATO გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.

 

შეხვედრას, საქართველოს მხრიდან ასევე ესწრებოდნენ NATO-ში საქართველოს წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვიქტორ დოლიძე და  პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია.

 

 

big_banner
არქივი