logo_geo
„ქართული ოცნების“ ახალციხის ორგანიზაციას ირაკლი ლაზარაშვილი უხელმძღვანელებს
- +

24 მაისი. 2023. 16:13

 

 

„ქართული ოცნების“ ახალციხის ორგანიზაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი უხელმძღვანელებს.

 

ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები დღეს, ახალციხეში გამართულ კონფერენციაზე აირჩიეს.

 

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ. კონფერენციას ესწრებოდნენ მმართველი პარტიის რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე.

 

დღესვე, კონფერენციები გაიმართება ადიგენსა და ბორჯომში.

 

https://www.facebook.com/GeorgianDreamOfficial/posts/814461966711270

 

big_banner
არქივი