logo_geo
ხავიერ კოლომინა: საქართველო ნატოსთვის კვლავ რჩება ფუნდამენტურ პარტნიორად - ჩვენი პოზიცია საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი არის უცვლელი
- +

24 მაისი. 2023. 20:35

"საქართველო ჩვენთვის კვლავ რჩება ფუნდამენტურ პარტნიორად. იგი იყო, არის და იქნება ასეთი პარტნიორი," - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა.

„ნატო დიდ ვალდებულებას იჩენს საქართველოსადმი და ის საქმე, რომელსაც ჩვენ საქართველოსთან ერთად ორმხრივად ვაკეთებთ არის შესანიშნავი. ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში არსებულ ყველა შესაძლო ხელსაწყოს ვიყენებთ ძალიან ეფექტურად და ძალიან კმაყოფილები ვართ თქვენს ძალებთან ფუნქციონალური თავსებადობით, ასევე თქვენი შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმით. კმაყოფილები ვართ ასევე იმ პრაქტიკული თანამშრომლობითა და პოლიტიკური დიალოგით, რაც თქვენს ქვეყანასთან გვაქვს. ჩვენი ღია კარის პოლიტიკა უცვლელია, ისევე, როგორც ბუქარესტში 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილებები, შესაბამისად, ჩვენი პოზიცია საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი არის უცვლელი. ამავდროულად, არაერთხელ მითქვამს, რომ არის რეფორმები, რომლებიც საქართველომ უნდა განახორციელოს და გვაქვს შეშფოთებები ამ რეფორმების განხორციელების დონესთან და რიგ შემთხვევებში მათ შინაარსთან დაკავშირებითაც“, - განაცხადა კოლომინამ.

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში სამუშაო ვიზიტით, რეგიონული ტურნეს ფარგლებში იმყოფება. ხავიერ კოლომინა ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

 

 

big_banner
არქივი