logo_geo
ჯუანშერ ბურჭულაძე: ძალიან მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა, უნდა ვიცოდეთ, რომ მთავარი გამოწვევა ქვეყნის გამთლიანებაა
- +

26 მაისი. 2023. 11:16

 

 

 

ძალიან მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა და არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მთავარი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განუცხადა.

 

„ეს დღე არის სიმბოლო ჩვენი თავისუფლების, ეს დღე არის ჩვენი ძალიან ძვირფასი დღე, როგორც აწმყოში, ასევე მომავალში. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ეს დღე მინდა მივულოცო ჩვენი გმირების ოჯახებს, მინდა მივულოცო ახალწვეულებს და მინდა ეს დღე მივულოცო სრულიად საქართველოს საზოგადოებას.

 

მინდა ვთხოვო ჩვენს საზოგადოებას, ამ დღის გარშემო უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ერთიანნი. ორი რამ, რაც მინდა ჩვენს ახალ თაობას შთავაგონოთ - ძალიან მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა და არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მთავარი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნის გამთლიანება“, - აღნიშნა ბურჭულაძემ.

 

 

big_banner
არქივი