logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: მესმის, ძალიან რთული არის როცა მოწყვეტილი ხარ შენს სამშობლოს, შენს მიწა-წყალს, ამიტომ აუცილებელია ჩვენი უფრო მეტი ჩართულობა, ხელისუფლების, მთავრობის, ეკლესიასთან ერთად
- +

27 მაისი. 2023. 13:58

 

 

 

„ახლა რაც შეეხება დიასპორას - კიდევ ერთხელ მინდა, რომ მადლობა გადაგიხადოთ ყველას, მეც პირადად მაქვს გამოცდილი უცხოეთში ცხოვრება და მე მესმის ძალიან რთული არის როცა მოწყვეტილი ხარ შენს სამშობლოს, შენს მიწა-წყალს. ამიტომ აუცილებელი არის ჩვენი უფრო მეტი ჩართულობა, ხელისუფლების, მთავრობის, ეკლესიასთან ერთად. მე ადრეც ვთქვი და მინდა გავიმეორო, ჩვენს დედა-ეკლესიას აქვს ძალიან დიდი როლი. მე პირადად ვიცი, რომ დიასპორები ორგანიზდებიან და იკრიბებიან ეკლესიის გარშემო. ანუ ბუნებრივად, ორგანულად ეკლესია არის გამაერთიანებელი ჩვენი ქართველების. მათ შორის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანების. ამიტომ ჩემი სრული მხარდაჭერა ჩვენს საპატრიარქოს და ჩვენს დიასპორებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს დიასპორები, რასთან დაკავშირებითაც არის მზაობა.

 

„მე მზად ვარ, საინტერესო ინიციატივებს ამუშავებს ბატონი ილია დარჩიაშვილი, პარლამენტი არის ჩართული აქტიურად. ჩვენ სამმხრივად მთავრობამ, პარლამენტმა, საპატრიარქომ - უნდა შევიმუშაოთ რა თქმა უნდა თქვენი ჩართულობით ახალი ინიციატივები, ახალი პროგრამები და კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ დიასპორები ადგილზე, ჩვენს ქვეყნებში,“- განაცხადა პრემიერმა.

 

 

big_banner
არქივი