logo_geo
მამუკა მდინარაძე: არც დე ფაქტო და არც სხვაგვარ სანქციებს საქართველოს ხელისუფლება არ აწესებს, ეს არის ჩვენ პრინციპული პოზიცია, ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას და მოქალაქეებს, არ ვაპირებთ
- +

29 მაისი. 2023. 20:45

"მადლობა ევროკავშირის ელჩს იმისთვის, რომ ხაზგასმით თქვა, რომ ეს იყო [რუსეთის] ცალმხრივი გადაწყვეტილება, თუმცა, აქვე, ობიექტურობისთვის უნდა დავძინოთ, რომ მისი განცხადების მეორე ნაწილი ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავდა, იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოს მთავრობის თანხმობა სჭირდებოდა ამ გადაწყვეტილების აღსრულებას," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთთან ფრენების აღდგენის თაობაზე ევროკავშირის ელჩის განცხადებას.

ეს არ არის რეალური ინფორმაცია. არც პოლიტიკურ და არც ფორმალურ დონეზე ამას არ სჭირდებოდა თანხმობა და თუ საუბარია ტექნიკურ საკითხებზე, რომელიც საჰაერო ნავიგაციამ აეროპორტების გაერთიანებამ და ა.შ. უნდა გასცეს, ამაზე უარი ამ სუბიექტების მხრიდან იქნებოდა დე ფაქტო სანქციების დაწესება რუსეთის მხრიდან. არც დე ფაქტო და არც სხვაგვარ სანქციებს საქართველოს ხელისუფლება არ აწესებს, ეს არის ჩვენ პრინციპული პოზიცია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს დააზიანებს საქართველოს, მის მოქალაქეებს და ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას და მოქალაქეებს, ჩვენ არ ვაპირებთ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

 

big_banner
არქივი