logo_geo
მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობამ“ თავისი წარმომადგენლები იმისთვის დააბულინგა, რომ მათ მხარი დაუჭირეს ევრორეკომენდაციის შესრულებას
- +

29 მაისი. 2023. 21:12

"ძალიან სამწუხაროა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი წევრის არჩევის შემდეგ, ვინც ამაში [ხმის მიცემის პროცესში] მონაწილეობა მიიღო, მათ მიმართ ბულინგი უპრეცედენტო იყო," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

იმდენად აშკარად ჩანდა ეს უპრეცედენტო ბულინგი და დაპირისპირება მათ შორის, რომ მართლაც „ნაცმოძრაობის“ პერიოდი გაახსენა ამ დამოკიდებულებამ საზოგადოების დიდ ნაწილს. მათ დააბულინგეს თავიანთი წარმომადგენლები იმდენად, რომ ისინი იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“. ეს არის დაუშვებელი. ფაქტია, რომ მათ მხარი დაუჭირეს ევრორეკომენდაციის შესრულებას, რის გამოც დააბულინგეს“, - აღნიშნა მდინარაძემ.

big_banner
არქივი