logo_geo
მამუკა მდინარაძე: ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ რაც დრო გავა, მით ნაკლები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი იყოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში
- +

29 მაისი. 2023. 21:30

"შემიძლია დავადასტურო, რომ ეს ასეა - ჩვენ ხშირი კავშირი გვაქვს ხოლმე სხდომათა დარბაზში მათთანაც და სამწუხაროდ „ნაცმოძრაობასთანაც," - ასე გამოეხმაურა მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაჟღერებულ განცხადებას, რომ „ქართულ ოცნებას“ შესაძლოა რაიმე სახის კავშირი ჰქონდეს რომან გოცირიძესა და ხატია დეკანოიძესთან.

ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ რაც დრო გავა, მით ნაკლები იყოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში „ნაციონალურ მოძრაობის“ წარმომადგენლები. რამდენად სერიოზულია ჩვენს კავშირებზე საუბარი, ჩემი პასუხიდანაც მიხვდებოდით. ჩვენ და ხატია დეკანოიძე - არ ვიცი, ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

big_banner
არქივი