logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ვერ ვიტყოდი, რომ რუსეთი არის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის, უკვე ვეძებთ ახალ ვარიანტებს, ალტერნატივებს
- +

30 მაისი. 2023. 11:15

 

 

მე ვერ ვიტყოდი, რომ რუსეთი არის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის. მნიშვნელოვანია, მაგრამ დიდი არ არის“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობსეკის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამართულ დისკუსიაზე განაცხადა.

 

კონფერენციის წამყვანი დაინტერესდა, რას აკეთებს საქართველო დღეს იმისთვის, რომ ის რუსეთზე დამოკიდებული არ იყოს.

 

მინდა განგიმარტოთ, რომ ევროკავშირი მაგალითად, ვისთანაც მე პირადად მქონდა პატივი მომეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებაზე, ეტაპობრივად ხდება ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი საქართველოში. ამას დრო სჭირდება, რომ ახალი ალტერნატივები დავინახოთ, ახალი ბაზრები მოვიპოვოთ. მე ვერ ვიტყოდი, რომ რუსეთი არის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის. მნიშვნელოვანია, მაგრამ დიდი არ არის. ჩვენ მივდივართ ევროკავშირისკენ, როგორც ვახსენე, უკვე ვეძებთ ახალ ვარიანტებს, ალტერნატივებს და ა.შ.“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

სლოვაკეთში, გლობსეკის კონფერენციაზე თანამედროვე გამოწვევებზე, ენერგოდამოუკიდებლობაზე, უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენასა და ევროპის მომავალზე მსჯელობენ. დისკუსიებში მონაწილეობა მიიღო ევროპარლამენტის პრეზიდენტმა და ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა.

 

 

big_banner
არქივი