logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: წინა მთავრობა ცდილობდა ომის შემდეგ, აღედგინა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან
- +

30 მაისი. 2023. 11:50

 

 

დღეს გვეკითხებიან საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებზე რუსეთთან, რომელიც გვაქვს 2012 წლიდან მოყოლებული და მანამდეც - წინა მთავრობა ცდილობდა ომის შემდეგ, აღედგინა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში გლობსეკის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

 

მათ გახსნეს უვიზო რეჟიმი, რუსეთს მიჰყიდეს სტრატეგიული ობიექტები. ამის მიუხედავად, შედარების მიზნით მინდა შეგახსენოთ, რომ ევროკავშირმა 2,3 მილიარდი ევრო გადაუხადა რუსეთს 2008 წლიდან 2022 წლამდე პერიოდში - ეს არის რეალობა, მაგრამ ახლა განსხვავებული რეალობა გვაქვს. ახლა ვხედავთ ბრუტალურ ომს უკრაინაში და ვერ ვხედავღ რაიმე ძალისხმებას რომელიმე მხრიდან, რომ ეს ომი შეწყდეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი