logo_geo
ნინო წილოსანი ოპოზიციას: როცა აფხაზეთის იდეა გააუფასურეთ და საკუთარი ქვეყნის დროშასთან წინააღმდეგობაში მოხვედით, დაგვანახა რამხელა იდეოლოგიური ხრამია ჩვენს შორის
- +

30 მაისი. 2023. 17:34

 

 

გასულ კვირას აფხაზეთობა და აფხაზეთის დღეები აღინიშნებოდა , თუმცა ამ დღეებმაც კი ვერ გაიძულათ ოპოზიციის წარმომადგენლები ერთხელ მაინც გეხსენებინათ  ჩვენი  აფხაზეთი, ჩვენი ულამაზესი ნაწილი, იქ მცხოვრები აფხაზი დები და ძმები და აქ დევნილობაში მყოფი ადამიანები. არც ერთი სიტყვა აფხაზეთზე თქვენს არც ფეისბუქ გვერდებზე და არც საჯარო სივრცეში არ ფიქსირდება, არც ერთი აქტივობა თქვენ ამ დღეებთან დაკავშირებით განზრახ არ გაგიკეთებიათ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, მთელი ოპოზიციური სპექტრი ფადი ასლის განცხადებისამარა დარჩა და ამ განცხადების მხარდაჭერით გაამხილა კიდეც საკუთარი  დამოკიდებულება ოკუპაციასთან დაკავშირებით.

 

რომ არა თქვენი მხარდაჭერა, როგორ უნდა გაებედა თქვენივე რუპორ ფადი ასლის აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთის“ დაბრუნება რუსეთთან მონობასთან  გაეთანაბრებინა? ეს ხომ აპრიორი ნიშნავს თქვენ არც აფხაზეთის და არც „სამხრეთ ოსეთის“ დაბრუნებაზე ფიქრობთ და უფრო მეტიც, უკვე ჩაბარებული გაქვთ. როგორ დაიცავით განცხადება, სადაც სასწორის ერთ პინაზე ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება და მეორეზე  ამ ორი რეგიონის გარეშე ევროკავშირის წევრობა იდო,  რანაირად შეგეძლოთ თუნდაც დუმილით ამ სისაძაგლეს დათანხმებოდით?  ამით ხომ საკუთარ ხალხს და ევროკავშირის იდეასაც უღალატეთ. თქვენ ოკუპაცია არც გულში  გაქვთ და არც გონებაში, თქვენ ეს ოკუპაცია მხოლოდ მავნებლური თამაშებისთვის და თვალზე ახვეული სანიშნისთვის გჭირდებათ - ზედაპირულად, უგულოდ“,  -განაცხადა ნინო წილოსანმა.

 

 მისი თქმით, წინა ხელისუფლებამ რუსეთს კოდორი და ახალგორი ჩააბარა და ხალხს წაგებული ომის შედეგები აზეიმა.

 

მაგრამ ამან განა შეგიშალათ ხელი მაშინ,  ან მერე მოგვიანებითაც სხვებისთვის გებრალებინათ პრორუსულობა?!  რუსეთიდან ჩამოფენილი რეისების დევნა გინდათ ვინმეს პატრიოტობად შეასაღოთ და აფხაზეთის განზრახ დავიწყების და სხვადასხვა უაზრო, უშინაარსო თემებში ამ იდეის ჩაკარგვით გინდათ რეალურ მიზანს მიაღწიოთ. ანტიქართულ იდეებს ვერასდროს მივიღებთ  და  ვერ შევეგუებით. ამგვარი უგულო დამოკიდებულებით კი  არ მოსულა ჩვენი ქვეყანა აქამდე, ამგვარი არასახელმწიფოებრივი  პოზიციებით კი არ გადავრჩენილვართ ჩვენი ისტორიის ყველაზე ურთულეს მომენტებში. გასულმა კვირამ,  როცა აფხაზეთის იდეა გააუფასურეთ  და საკუთარი ქვეყნის დროშასთან წინააღმდეგობაში მოხვედით,  დაგვანახა რამხელა იდეოლოგიური ხრამია ჩვენს შორის და თუ თქვენთვის ერეკლე მეორე მოღალატეა და ქვეყნის მომავალი აფხაზეთის და სამაჩაბლოს  იდეის გარეშეა, იქ სადაც თქვენ დგახართ, ქართველი ხალხი არ დგას“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

 

 

 

big_banner
არქივი