logo_geo
ანრი ოხანაშვილი: სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩვენ პოლიტიკურ ვაჭრობას არ დავიწყებთ
- +

31 მაისი. 2023. 10:10

 

 

 

ჩვენი მიდგომაა, შემოგვთავაზონ კონკრეტული კანდიდატები, ნახევარი მაინც, თუმცა აქამდე არავითარი კონსულტაცია და ინტერესი, რომ ისინი შემოვიდნენ კონსულტაციაში, არ არსებობს, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევაზე საუბრისას განუცხადა.

 

„სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩვენ პოლიტიკურ ვაჭრობას არ დავიწყებთ. მზად ვართ კვალიფიციურ და კეთილსინდისიერ კანდიდატებს დავუჭიროთ მხარი. აქაც იკვეთება, რომ მათი ინტერესი არ არის ევრორეკომენდაციების შესრულება“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

 

როდის გაიმართება კენჭისყრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი დაჩენილი წევრის ასარჩევად, ჯერჯერობით უცნობია. ოპოზიციის ნაწილი წარმოდგენილი კანდიდატებიდან მხარს არცერთს უჭერს. მმართველი გუნდის წევრები ოპონენტებს პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდებენ. მათი განცხადებებით, ოპოზიციის ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მათ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულება არ სურთ.

 

წინა სასესიო კვირას პარლამენტმა საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი დაამტკიცა. ახალი წევრები მაღალი კვორუმით, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილი წევრების ხმების დახმარებით აირჩიეს.

 

 

big_banner
არქივი