logo_geo
ირაკლი კობახიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობაზე“: შიდაპარტიულ დემოკრატიაზე კონფერენციას ატარებს ორგანიზაცია, რომელსაც 13 წელია ერთი და იგივე თავმჯდომარე ყავს, ბრეჟნევის მერე ხელმძღვანელობის ამხელა სტაჟი არავის ქონია
- +

31 მაისი. 2023. 14:49

 

 

შიდაპარტიულ დემოკრატიაზე კონფერენციას  ატარებს ორგანიზაცია, რომელსაც 13 წელია ერთი და იგივე თავმჯდომარე ყავს. ბრეჟნევის მერე  ხელმძღვანელობის ამხელა სტაჟი არავის ქონია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“-ს კონფერენციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად. 

 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გასაოცარია, ისინი რომ საუბრობენ შიდაპარტიულ დემოკრატიაზე.

 

ღონისძიება ეძღვნება შიდაპარტიულ დემოკრატიას და ამას ატარებს ორგანიზაცია, რომელსაც 13 წელია ერთი და იგივე თავმჯდომარე ყავს. ბრეჟნევის მერე ამხელა ხელმძღვანელობის სტაჟი არავის ქონია. ისინი რომ საუბრობენ შიდაპარტიულ დემოკრატიაზე, ეს უბრალოდ გასაოცარია“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მისივე თქმით, რა თქმა უნდა, გამოწვევები არსებობს და ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს.

 

არის უამრავი დასავლური ქვეყანა, სადაც შიდაპარტიული დემოკრატიის ხარისხი ბევრად უფრო მაღალია, ამას აქვს სხვადასხვა მიზეზი. რა თქმა უნდა, გამოწვევები არსებობს და დრო დაჭირდება იმ სტანდარტების მიღწევას, რაც დამკვიდრებულია განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

big_banner
არქივი