logo_geo
შალვა პაპუაშვილი: ევროპას ნამდვილად ვაჩვენეთ, რომ საქართველო რეგიონში ლიდერია - სტატუსის არმინიჭების მიზეზი არ არსებობს
- +

2 ივნისი. 2023. 21:01

 

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილი „ქრონიკასთან“ აღნიშნავს, რომ ევროკავშირს სტატუსზე უარის თქმის მიზეზი არ აქვს.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირი ახლა სრულად აცნობიერებს საკუთარ გეოპოლიტიკურ როლს როგორც ფართო რეგიონში ევროპაში, ისე მათ შორის იმ რეგიონში, რომელსაც სამხრეთ კავკასია ჰქვია. ახლა დარჩენილია მთავარი ნაბიჯი - პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირმა უნდა მიიღოს. აქ საუბარი მხოლოდ სტატუსის მინიჭებაზე აღარ უნდა იყოს, საუბარი უნდა იყოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე.

ევროპას ნამდვილად ვაჩვენეთ, რომ საქართველო რეგიონში ლიდერია, ლიდერია ასოცირების ტრიოში და არის იმ პოზიციებზე, რომელზეც სხვა კანდიდატი ქვეყნები არიან. სტატუსის არმინიჭებისმიზეზი არ არსებობს“ - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

big_banner
არქივი